წმინდაო მიქაელ, წმინდაო მიქაელ, ხმალი შენი-დუმილის ძალი, თვალთა კვესება-სიმშვიდე სავსე, გზა სიმამაცის-სიმართლის მარჯი, ნათელი შენი-მზესიყვარული. ცათა რაინდო, შემწედ გვეყავი. წმინდაო გიორგი, წმინდაო გიორგი, რუს თაურობა შენი ფესვია, კვდომა იურვე მგლისმუხლა ნებით, მინდიაურობ გველოსნურ სიბრძნის უკვდავებაში გარდაცვალებით, წმინდა სამების თეთრო მძლევაჟო.
Archive for January, 2010
გეორგიანული
Posted in გეორგიანელი on January 11, 2010 | Leave a Comment »
ხანძთა
Posted in გეორგიანელი on January 11, 2010 | Leave a Comment »
ბუბა კუდავას ობოლო ხანძთავ-ხანძთელის ქნარო, შემოგძარცვია სულის ბეგთარი, ლაჟვარდი ზეცის ტკბილო ნეკტარო, მწუხარე სახის გიფარავს ფარი. ჩუმი ტირილით მოგველი დღესაც, თავად მშობელი ჩვენი სიმტკიცის, წმინდა გიორგის ხმალი ვინც ლესა, ვინაც ატარე უკვდავი ფიცი. კვდომის მსახვრალი შემოგეძალა, შენ ურჩად ებრძვი, ქედმოუხრელი, აღდგომით, ხანძთის ჯვარცმულო ძალავ, გიახლოვდება ისევ ნათელი. ობოლო ხანძთავ-ხანძთელის ქნარო, შემოგძარცვია სულის ბეგთარი, ლაჟვარდი ზეცის [...]
ფიქრები სარკის წინ
Posted in გეორგიანელი on January 11, 2010 | Leave a Comment »
(მეტამორფოზები შორეულ აიაიაში) მე შენ გიყურებ. ვიცი, ვინცა ხარ და საიდან მოდიხარ. მე ვკითხულობ შენი თვალების ფერს; მე გკითხულობ შენ. ვიცი შენი წარსული, ვიცი შენი აწმყო. საკმაო გზა გავლიე ამისათვის. ვიცი, თუ რამდენი ათასწლეულია უკან. ვიცი, რა ძალაა შენს წარბებს შორის, შენს გულში, შენს სულში და ვიცი, ვინ გისაჩუქრა იგი. ვუწყი, თუ რა კითხვები გაწუხებენ [...]
ჩვენ გავიმარჯვებთ, ჩვენ გავიმარჯვებთ!
Posted in გეორგიანელი on January 11, 2010 | 1 Comment »
ვალერი ბიძიას წუთისოფელმა შეგასვათ შხამი, მაგრამ იესომ არ მიგატოვათ, უნდოდათ, თუმც ვერ დაგვმართეს ჟამი, სული ჯანსაღი მზემ შეგვატოვა. ვინ უნდა გვძლიოს, თუ ვუერთგულეთ ჯვარცმულ ღმერთსა და სამშობლო მიწას?! ცრემლი ასველებს ნატკივარ გულებს- მტერმა ამიტომ ვერ დაგვამიწოს! სიზმრულ ყოფისგან თავდახსნის გზაზე გვფარავდეს მუდამ დედა მარიამ, წკვარამი ქრება სინათლის კარზე, უფალი მოდის-გვამცნო ალიამ. უნდოდათ, თუმც, ვერ დაგვმართეს [...]
* * *
Posted in გეორგიანელი on January 11, 2010 | Leave a Comment »
ზაფხულია და ყინვა მაზრობს ბამბუკის ჭალას, მარტოკაცივით ვეჭიდები გრიგალთა ამქარს, არ გადავტყდები!-წვიმა მაწევს მადლიან ძალას და სევდის ნანა სულში მათოვს მკათათვის ნამქერს. ვიცი, არა მსჯი. შენ ჩემი ხსნა გწყურია ოდენ, მაგრამ უფალო, მე ბევრი რამ წამერთვა უკვე, თმებით დაბურულ მთის მხრებს ვყვარობ, თვალები გთხოვენ, რაიც ინებო, შემამთხვიე… ეს დამიტოვე! ქარი დამარწევს, გულში მიკლავს მტკივნეულ შრიალს, [...]
მეტამორფოზა
Posted in გეორგიანელი on January 11, 2010 | Leave a Comment »
შენ-სხვა-ზღვა რომ გადასცურო ზღვა, საბედისწერო ზღვა, გარდაიცვალე სხვად, მაგრამ არ გახდე სხვა. ვისაც, რაც უნდა სთქვას, მაშინ გაუგებ თქმას- სხვა კი არაა ზღვა, შენ თვითონა ხარ ზღვა.
ფანდანგო
Posted in გეორგიანელი on January 11, 2010 | Leave a Comment »
იცეკვე, კარგო, ფანდანგო და სულისკვეთებამ ჩასცეს მახვილი წუთისოფლის ბოროტ ზმანებას, ცეცხლოვან როკვის გზნებით სცემე დემონთა ლაშქარს, მყარად იდექი, არ შეუდრკე გრიგალთა ამქარს. მუხის ჯიშიან ფესვზე ზრდილი აენთე ცეცხლად, აბორგებული ოკეანე დალახე ხელად, ვაზის მორჩების მოფერება ვერ დაივიწყო, გახსოვდეს ძველი, ახალს სდიე, მომავლის იყო! ღვთიურ კერაზე დანთებულ ალს არ მისცე კლება, როცა ლაჟვარდზე გამარჯვება აირეკლება. ქურუმთ [...]
სონეტი თ.კ-ს
Posted in Uncategorized on January 11, 2010 | Leave a Comment »
თაური სიტყვა, ჯიშიანი, შენი სისხლია, ეკალ-გვირგვინში გააღწიე ათასწლეულებს, აღმოსავალის ბილიკებით გზები გივლია, კანდელის შუქით ერთგულობდი ცის სალოცავებს. ოთხი დღის მკვდარის ტანჯვით თრთიან შენი ტუჩები კვლავ აღდგომისთვის და სიცოცხლის გამარჯვებისთვის, ამაოების მაცდურ ბადეს რომ ეურჩები- ნავარდს ისწავლი სივრცეებთან შეერთებისთვის. დედის წიაღო-საქართველოს მზიანო ხვავო, ელვა გვიმრავლე უმართლობის დასალახვრავად, ლაჟვარდი ვარდის სურნელება-სულის სახარად, ავი და კარგი ერთმანეთში რომ [...]
სამოთხის რიტმით
Posted in Uncategorized on January 11, 2010 | Leave a Comment »
ასე გავითავისე წმინდა მამა გაბრიელის წინასწარმეტყველება. წინ ბევრი სასახელო ბრძოლა გველის და უფალიმც გვეწეოდეს. ამად, ლექსს ზოგადი, ეგზისტენციალური ხასიათიც აქვს. გ. ბ-ს ხ. ღ-ს ფერების სამოთხე; უფერო არარსი- რაობა სიცოცხლის და არარაობა. ვისწავლოთ, მათ შორის რა არის სხვაობა. სიმართლით ცხოვრება ამაო არ არის. ნაცრისფერ უდაბნოს უსულო ხეები, თვალების გახელა სიკვდილით სხეულში, მომხდარის ჩაბეჭდვა ფიქრების რვეულში- [...]
შავლეგო
Posted in Uncategorized on January 11, 2010 | Leave a Comment »
წარსულიდან მოხვედი, სიმართლისთვის მებრძოლი, გიხდებოდა, შავლეგო, ხელში ექსკალიბური, ვერ გამარცხა ბნელეთმა, ნათლის შუბით ებრძოდი, მტერმა შენში ვერ ჩაკლა შემართება ჯიქური. სიძულვილის ჟამია, ვერ ძღებიან ქაჯები, წყურვილს სისხლით იკლავენ, გრიგალია სიკვდილის, ცაში მყოფი-ნეტარო-იღვწი, ღმერთს ეაჯები, რომ გაგიქროს პირნათელს ოდინდელი სიყმილი. ჰელიოსის რაშებმა ზეცა გადიგრიალეს, უკვე დიდი ხანია, რაც მზის თვალი ჩავიდა, მალე ალიონია, მოვიშუშებთ იარებს და [...]