ოქროსფრად აბრწყინდა მიმოზის ყვავილი
და მოგონებებში კვლავ ჩემი სახლია,
ტიტინა ბავშვობა, ნანატრი ძახილი
მაკლია, მაკლია!
შხაპუნა ტალღებში ფეხის დასველება
დიდრონი თვალების უქრობი დარდია,
ნამიან ბალახით სულის გახელება……
მარტია! მარტია!
ზამთარი გავა და თიბათვე დადგება,
ყვავილთა მღერაში ციური მადლია,
წარსულით ჭვრეტილში,-როცა ასრულდება-
თაფლია, თაფლია.
ახლა კი მარტია.
6 მირკანი. 2003 წელი
ქ. არეცო. იტალია
მარტი დაიწყო : ) გიჟმაჟი თვე
არ თქვა ახლა, მარტში ვარ დაბადებულიო
ნუ, თევზები მშვიდი, ღრმაბუნებოვანი და ინტუიციური ხალხია და ხასიათით გიჟმაჟები კი, შემდეგი მეზობლები უფრო გამოდიან:)
ნწ, აპრილში..
მაშ, ვერძის ხასიათისა ყოფილხარ, ან კუროსი:)
ვერძისა… თუმცა საზღვართან ახლოს ვარ… არა, ეს უეჭველია, რომ წელიწადის დრო რაღცნაირად განსაზღვრავს ადამიანის ხასიათსაც. მაგალითად, შემიმჩნევია, რომ შემოდგომისას დაბადებულები უფრო სევდიანები და დინჯები არიან, უფრო სერიოზულები და უფრო მშვიდები, ვიდრე გაზაფხულზე დაბადებულები… ზამთრში დაბადებულები გარკვეულწილად ცივები არიან, მტკიცენი… თუმცა ყველაფერი პირობითია ამ ქვეყანაზე :დ : )
როგორც ერთმა კარგმა ახლობელმა მითხრა, ჰოროსკოპი კარგი გასართობიაო. იგივე აზრით ვუყურებ ზოდიაქოსაც. მეტი არაფერი
რა მიმოზის სურნელი იფრქვეოდა ხოლმე ამ დროს სახლში…
მარტის მანტია მმოსავს მარტივით და მერამდენედ ვარ მარატივით
)