Feeds:
Posts
Comments

Posts Tagged ‘მზე’

(წინათქმა ვალერიან ვეკუას ლექსების კრებულიდან – “შვიდი საყვირი”) ჩინური წყევლაა-”საინტერესო დროს გეცხოვროსო”. ვფიქრობ, აროდეს იმაზე უფრო საინტერესო ჟამი არ დასდგომია კაცობრიობას, ვიდრე დღევანდელობაა. თანამედროვეობა კი ამართლებს ამ დიდი ხალხის ბრძნულად განჭვრეტილი გამონათქვამის ძირითად არსს. ერთი შეხედვით, ყოველივე რბილად აღსაქმელი ეჩვენება ადამიანს. თუმცა, ღრმა დაკვირვება საპირისპირო შედეგს გვაძლევს და მაშინ აშკარა ხდება ჩვენი უმეცრება. აქ განმსაზღვრელი [...]

Read Full Post »

არლეკინოს სიკვდილის პროსტიტუტი ქალები პიკასოსთვის ძლევაა უცხო ვულგარულობის, ეროსის საიდუმლო-ნიჭი ღრიანკალების, გასაღები კოსმოსის ცხოვნების და კრულობის. დაცემულის აზიდვა ლაჟვარდების სიღრმეში სულის ლაბირინთების ძლევით ქრისტესფერია, მოდის იმპერატორი ღვინოცურვილ სირმებში, ანგელოზიც, დემონიც-ბახუსის მისტერია. ზურმუხტებმა გაცერეს წუთისოფლის ფარდები, დარჩა მზემდე სავალი მზის თავგადასავალი, შროშანები, ვარდები, მთვარით ნანავარდები, სიყვარულის ორკესტრი, უკვდავებამრავალი.

Read Full Post »

რას მიამბობს ქარი? რატომაა ასე მოუსვენარი? ზეცის რეკავს ზარი- არ მეშვება ფიქრი სახის, ზენარი. წარსულია შორი… იქნებ, გნახო, ოდეს მზე კვლავ ამოვა, შეგეყარო, სწორი, ისევ მესმას შენი ჩუმი გალობა. გათენებას ველი, ეთხოვება ღამეს ფიქრთა მაყარი. აპანის 10, 2001 წელი თბილისი, საქართველო

Read Full Post »

ღვინისფერი მზე, მთვარისფერი ცა, ტკვილებში დავიბადე, ლხენა მომეცა. სიღრმეების ზღვა, მწვერვალები სხვა, ღვინისფერი მზე, მთვარისფერი ცა. ენკენისთვის 17, 2007 წელი Castiglion Fibocchi

Read Full Post »

Follow

Get every new post delivered to your Inbox.