Feeds:
Posts
Comments

Posts Tagged ‘ქალი’

(…დუმილის სკივრიდან…) სუფრა. გრძელი და ხვავსავსე მაგიდა, ირგვლივ სიჭაბუკით შემორკალული. ჟრიამული, ქეიფი, სიმღერა. ვაჟთა თავმომწონეობა, ქალათა სიკეკლუცე. წესი-შინაგან ფუტურო ნიღაბი. ხანგამოშვება და დროსტარების დაღვინება. ოთახის სიღრმეში უნებური ბილწსიტყვაობა-ყურზე გველის უეცარი ნაკბენი. ორი შემცბარი გული; სხვათა კისკისი. შეზარხოშებული საღამო-ნება, როგორც მოდუნებული მშვილდი: კიდევ ერთი გინების თოფივით გავარდნა. უფრო ხმამაღალი სიცილი და უკვე-მოქნეული მუშტივით უხამსობა. ორი ტკვილიანი [...]

Read Full Post »

ვარდობისთვის 8, 2007 ფლორენცია, აიაია მატარებელში ვზივარ. ფლორენციისკენ მივდივარ. არ მიძინია. მონტევარკიში, რკინიგზის სადგურთან წარწერა: BUSH BLAIR BERLUSCA – Tribù di Belzebù. ღმერთის ადამიანისადმი სიყვარული გასაოცარია. დილა. ავტობუსი მოიზლაზნებოდა ქალაქისკენ. მატარებლის ბაქანიდან გასვლამდე ათი წუთი მრჩებოდა ბილეთის საყიდლად. სადგურში კი მგზავრთა გრძელი რიგი იდგა. ბოლო წუთში ბილეთი ხელში ჩავიგდე და გავქანდი. დასაბეჭდ აპარატში გავატარე, მანქანამ [...]

Read Full Post »

ბავშვო და ქალო, ცის დედოფალო, ჩემო სიცოცხლე და მეგობარო. მთვარე-ოცნება, რომ იკოცნება, მზიანი ღამე და საოცრება. სულის სარკმელი, ბადრი ნათელი, ჩემში იმედის სხივის დამრგველი. ბედნიერება- რომ გეფერება, ნუკრული კისრის ცად ამღერება. თოთო სიზმრებით გულს ეღიმები… კოლხურ ჩონგურზე გამესიმები. დადგა აისი, თვალში მაისი, ოქროსსაწმისობ. Lotus საისის. მწიფობისთვის 6, 2007 რონდინე, აიაია კოკა 

Read Full Post »

Follow

Get every new post delivered to your Inbox.