Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Archive for the ‘გეორგიანელი’ Category


(წინათქმა ვალერიან ვეკუას ლექსების კრებულიდან – “შვიდი საყვირი”)

ჩინური წყევლაა-“საინტერესო დროს გეცხოვროსო”. ვფიქრობ, აროდეს იმაზე უფრო საინტერესო ჟამი არ დასდგომია კაცობრიობას, ვიდრე დღევანდელობაა. თანამედროვეობა კი ამართლებს ამ დიდი ხალხის ბრძნულად განჭვრეტილი გამონათქვამის ძირითად არსს. ერთი შეხედვით, ყოველივე რბილად აღსაქმელი ეჩვენება ადამიანს. თუმცა, ღრმა დაკვირვება საპირისპირო შედეგს გვაძლევს და მაშინ აშკარა ხდება ჩვენი უმეცრება. აქ განმსაზღვრელი მნიშვნელობა ენიჭება ბიბლიურ ფორმულას: “ვისაც ყური აქვს, ისმინოს”, რამეთუ ოდენ ჭეშმარიტების მცოდნენი ეზიარებიან სიბრძნეს და ამით ენიჭებათ მათ თეთრის თეთრად და შავის შავად დანახვის უნარი.

დღეს, როდესაც კიდევ ერთი ათასწლეული გალია ქართველმა ერმა; დღეს როდესაც ისევ და ისევ გოლგოთის გზაზე ვიმყოფებით და ვიწრო ბილიკებით მწვერვალისკენ აღმასვლას განვაგრძობთ (სამწუხაროდ, მოცემულ მომენტში მხოლოდ ინერტული მოძრაობაა სახეზე); დღეს, როდესაც მთელი მსოფლიო აქამდე არნახულ ქაოსს მოუცავს, კავკასიის მარგალიტს-საქართველოს-სულიერი ოაზისის ფუნქცია არ დაუკარგავს! ეს მისია მას ოდითგან აქვს დანათლული… მიუხედავად იმისა, რომ აქ, გეორგიაში, ქაჯთა თავბრუდამხვევი ფერხული ტრიალებს და ბოროტეულნი ეშმაკის მანქანებით ცდილობენ ძველთაძველი მოდგმის აღგვა პირისაგან მიწისა, მაინც არ ჩამკვდარა ჩვენში კულტურული ცხოვრება, რაც ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყნის სამომავლო არსებობის ერთ-ერთი არსებითი გარანტია.

რა გადაგვარჩენს?..
სადაა ხსნა?..

აი, ის საჭირბოროტო კითხვები, რომელნიც რახანია, გვაწუხებენ. პასუხიც მზადაა: ახლა მხოლოდ და მხოლოდ მართლმადიდებლური ქრისტიანობის (sic), განათლებისა (sic) და კულტურის (sic) აღორძინება გადაგვარჩენს და ხსნასაც სხვაგან ვერსად ვიპოვით, თუ არ ჩვენში. ამგვარი ტრიადის განხორციელებას საქართველოს მისტიური მერმისი საჭიროებს, რამეთუ მოაწია ჟამმა…

სწორედ, მოსალოდნელი “ახალი დღის” შეგრძნებით იხსნება ვალერიან ვეკუას მესამე პოეტური კრებული “შვიდი საყვირი”. აპოკალიფსური სუნთქვით გაჯერებული ლექსები ნათელ წარმოდგენას გვიქმნიან, თუ რაოდენ აქვს ავტორს აღქმულ-გააზრებული რთული თანამედროვეობა:

“აფეთქდა გული, აზრი აფეთქდა,
აფეთქდა გონი!!!
ამას რას ვხედავ-გადარეულა კაცობრიობა…
განა მე ვცდები?!.
ასეა, მგონი!…”

ბიბლიას დასესხებულ პოეტს უფრო უადვილდება ნარ-ეკლის გაკაფვა თავის სავალ გზაზე როგორც შემოქმედებაში, ასევე ცხოვრებაში. წმინდა წერილები ეხმარება ვალერიან ვეკუას, საფუძვლიანად ჩაწვდეს აწმყოსა და წარსულს, ხოლო ეს უკანასკნელი-მომავლის გარკვეული კონტურების მოხაზვაში. შორეულ ნამყოში ნაწინასწარმეტყველევის რწმენით აღვსილი იმედიანად მოელის მოსახდენს, გარდაუვალს…

“რაც დაწერილა, მჯერა”.
(“მჯერა”)

“დაველოდები ჟამს,
რადგან მომავლის მწამს”.
(“დაველოდები ჟამს”)

“მწყემსო, შემოჰკარ
იმედის ზარი”.
(“იმედის ზარი”)

რეველაციური პერიოდი ილაოსებური ტკივილებითაა ნიშანდობლივი, რომლის კვალსაც ყველგან წავაწყდებით. რაზე მეტყველებს კაცობრიობის დროში განფენილი ეპილეფსიური ყოფა? განა, რა უნდა მოჰყვეს ამ თავაწყვეტილ სრბოლას?
უკანასკნელი მწუხრია…
უნდა იშვას “ახალი დღე”, მისტიკური ალიონი…

განახლებული მზის ამობრწყინებას ელიან ქრისტეთი განმსჭვალულ რაინდთა სულები. ამად, მთავარია არა მარტო ის, თუ რა ხდება, არამედ ისიც, თუ რამდენად მეტი გადარჩება-თავიდანვე ასე იყო წინასწარგამიზნული:

“უფალო, გვიხსენ,
თუ ტრიალებს ჩარხი უკუღმა
და ილეწება კოლხთა თავზე
კალო სიკვდილის,
ან ძახილია ანგელოზთა
შვიდი საყვირის”
(“შვიდი საყვირი”)

არცერთი ლექსი ისე არ მიანიშნებს ვალერიან ვეკუას პირად “მე”-ზე, როგორც “კრედო”, “მინდობილი იმედის სხივზე” და “ღვინობისთვე”. მათში მთელი სისრულითაა ასახული ავტორის პიროვნება, მისი შემმართებელი, მხნე, დამოუკიდებელი და უღალატო ხასიათი. ცხოვრების ქარტეხილებთან ჭიდილში დაღლილს, მაგრამ არა დამარცხებულს, ჯერაც შესწევს თავისი წილი სარეველას ამოძირკვის ძალი. არსებული ქაოტური და ცოდვითსავსე დინების მხედველი ეკითხება საკუთარ თავს:

“მტკივა და მიკვირს,
მე-ამდაგვარი,
რად გახდა კაცი
ასე სხვაგვარი?..”
(“დროს რაღას ვერჩი?”)

ამად, ძნელია ამგვარ აწმყოში დაყოვნება, რაც წარსულთან ხშირი სტუმრობის მიზეზი ხდება. რომანტიკულ-მელანქოლიური მომენტი ლაიტმოტივად გასდევს ვალერიან ვეკუას თანდათან უფრო მზარდ შემოქმედებას, რადგანაც მხოლოდ მოგონებებში დარჩნენ სიამტკბილობით გატარებული წლები. დღეს კი მათი უკან გამოხმობა ოდენ ფიქრებშია შესაძლებელი:

“ჟამმა გამძარცვა,
არ შემიბრალა,
წლებმა წამართვეს,
ღმერთმა რაც მომცა.
მეც ღვინითსავსე
მიჭირავს თასი
და სიჭაბუკის
ნაკვალევს ვლოცავ…”
(“ნაკვალევს ვლოცავ”)

თუმცა, მიუხედავად ამოდენა ტრაგიზმისა, ავტორი მაინც ერთგული რჩება მშვენიერების, სილამაზის, სიყვარულის, იდუმალების, განუმეორებლობის. სხვაგვარად ვერ შეიქმნებოდა “ჰოი, ნანა”, “სევდის ტაძარი”, “დევნილი კოლხის ფიქრები”, “შვიდი საყვირი”:

“როგორ არ შევსვა სადღეგრძელო ეკლიან ვარდზე,
რომლის სადარი არსად არის ამ ქვეყანაზე”.
(“მთვარიან ღამეს”)

ერთი ასპექტის შესახებ: მოცემული კრებულის კითხვისას ზოგჯერ თვალშისაცემი ხდება ლექსთა ტექნიკურ-სტილისტური გაუმართაობა; ადგილი აქვს რითმათა არაკეთილხმოვანებას. ჯერ კიდევ არ ჩანს ამ უკანასკნელთა ჩამოქნილი, თუნდაც ორიგინალური სახე; დომინირებს ავტორისათვის ნიშანდობლივი დიონისური ბორგვა (ერთ-ერთი აუცულებელი, მაგრამ არა ყოვლისმომცველი საწყისი ხელოვანში) აპოლონიური ნათლის, სიმაღლის გარეშე. სამაგიეროდ, ამ ვაკუუმის ხარჯზე ნახევარსაუკუნეგადაცილებული შემოქმედის ქმნილებებში იგრძნობა ბუნებრივი, თავისთავადი დინამიურობა, ხოლო ლირიკაში უფრო და უფრო მატულობს შინაგანი მუსიკალურობა, რაც უკვე სწორი გეზია და რასაც უცილოდ საინტერესო დადგენამდე მივყავართ. ამ ტიპის ლექსებია “ჩემი მამიდა”, “ვოი, ნანა”, “ღვინობისთვე”, “შვიდი საყვირი”, “ვთხოვ მაცხოვარს”, “შემოჰკრეს ზარი” და სხვა. აი, ერთ-ერთი მათგანიც:

“მე დავიბადე ღვინობისთვეს, ტრფიალი ღვინის,
მხიბლავს, როდესაც პირმცინარე ვაზი მიღიმის.
ღვინო სითხეა ღვთაებრივი, სისხლი მაცხოვრის,
ვსვამ სადღეგრძელოს ძმობისა და კაცურ-კაცობის.
უფალს ვთხოვ მხოლოდ, პური მომცეს ჩემი არსობის,
შორს, ფუფუნებავ, სათავე ხარ არარაობის.

ვის რას ვუშავებ, თუ ფაცხის სითბო მირჩევნია სითბოს ქარვასლის
და იავნანის ჰანგებზე გაზრდილს
მინდა, მესხუროს უკვდავების ცრემლები ვაზის.
ვიყო ტყვექმნილი ღვინისა და ქალის სინაზის,
მოძმე ბახუსის,
ძუძუ, რომელსაც უწოვია თურმე ავაზის.

ღვინო სითხეა ღვთაებრივი, სისხლი მაცხოვრის,
ამიტომ შევსვამ სადღეგრძელოს ძმობისა და კაცურ-კაცობის”.
(“ღვინობისთვე”)

… ასწლეულების შემდეგაც კი მშვიდობა დამალულია კავკასიისაგან. მოსვენება აქვს დაკარგული დედამიწის ამ უმშვენიერესი და უიდუმალესი კუთხის თაურ მოდგმას. უხსოვარი დროიდან სისხლის ღვარი სდის ორზღვასშუამოქცეულ სამოთხეს, მაგრამ მედგრად იბრძვის მომავლისათვის თარგამოსიანთა სახლი, რადგან საჭირო დრომდე მიღწევაშია ჩვენი მოწოდება, ჩვენი მოვალეობა. გუშინ ქართველი ერი იქნევდა ხმალს კავკასიური მზის უკვდავებისათვის, დღეს კი-მოძმე ვაინახი ერი. შედეგი ერთია: ჯერხნობით მსხვერპლი, მაგრამ მსხვერპლი ხსნისათვის, გაბრწყინებისათვის:

“ნიკოფსიიდან
გლოვის ზარია
დარუბანდამდე,
გეორგიანნი
ვლიან გოლგოთით
მერეთმოსვლამდე”.
(“ო. ოდაბადევ”)

იარებისაგან დასუსტებულია გეორგიანელთა სამკვიდრო; აფხაზეთია ასეთი იარა, სამაჩაბლოა ასეთი იარა და ყველა ეს ჭრილობა უვერაგესი ფორმით მოგვაყენეს ჩვენ, ქრისტიანებს:

“ვარ გაყიდული კოლხი,
ოდაც წამართვეს, ქოხიც,
ზღვაც წამართვეს და მიწაც,
ღმერთო, მებრძოდნენ ჯვრითაც!…”
(“ღმერთო, მებრძოდნენ ჯვრითაც”)

ყოველივე ამის შემდეგ, განა შერჩება მტერს თავისი ნამოქმედარი? განა, არ მოაწია ჟამმა? სად წაუვლენ განკითხვის სიმძიმეს, რომელიც აუტანელ ტანჯვად ექცევათ (ყოველივე ეს ბოროტების დახშულ რაობაზე მეტყველებს)? ვალერიან ვეკუას ასეთი პასუხი აქვს:

“ჰოი ნანა და ლილე,
საუკუნეებს ილევს,
დღეს დუმს სვანური კოშკი,
დუმს ოპიზა და ოშკი.

ვეღარ გატეხენ თეთნულდს,
ვეღარ მოდრეკენ უშბას,
წარბი შეუკრავთ კუშტად,
უნდათ ბევრის თქმა, უნდათ…”
(“ჰოი ნანა და ლილე”)

აქვეა შესანიშნავი შინაარსის კომპოზიცია, რომელშიც ფოკუსისებურად იყრის თავს ჩვენი მოდგმის დიდების ჭეშმარიტი, დაფარული მატიანე:

“ჯვრითა და სანთლით,
უტას საჭრეთლით
და სვეტიცხოვლით,
“ვეფხისტყაოსნით”,
კაბადოკიით,
ანტიოქიით
და გინდაც რვალით,
წმინდა გრაალით,
მაცხოვრის ხვედრით,
ჯვარცმით, აღდგომით
მოვალთ გოლგოთით,
უფლის წყალობით
და ქართვლის დედით
უკუნისამდე უკუნისით
კიდევაც ვივლით!”
(“კიდევაც ვივლით”)

მოველოდეთ აღდგომასა მკვდრეთით…
უფალი იყოს ჩვენი შემწე.
გვფარავდეს ღმერთი!
ამენ!

კონსტანტინე ვეკუა
ქ. თბილისი. გეორგია

 

Read Full Post »


(…დუმილის სკივრიდან…)

სუფრა.
გრძელი და ხვავსავსე მაგიდა, ირგვლივ სიჭაბუკით შემორკალული.
ჟრიამული, ქეიფი, სიმღერა.
ვაჟთა თავმომწონეობა, ქალათა სიკეკლუცე.
წესი-შინაგან ფუტურო ნიღაბი.
ხანგამოშვება და დროსტარების დაღვინება.
ოთახის სიღრმეში უნებური ბილწსიტყვაობა-ყურზე გველის უეცარი ნაკბენი.
ორი შემცბარი გული; სხვათა კისკისი.
შეზარხოშებული საღამო-ნება, როგორც მოდუნებული მშვილდი: კიდევ ერთი გინების თოფივით გავარდნა.
უფრო ხმამაღალი სიცილი და უკვე-მოქნეული მუშტივით უხამსობა.
ორი ტკვილიანი და სიმჩამწყდარი ჩონგური გული.
მაგიდის კიდესთან მჯდომი ვაჟის წამოდგომა დ ოთახიდან გასვლა.
მოლარესთან:
-მეხუთე ოთახის ანგარიში.
მისი დაბრუნება, ქურთუკის აღება და შედგომა. ყველასთვის სათითაოდ თვალის შევლება. მზერათა ვაჟისკენ რიგ-რიგობით შემობრუნება.
უცნაურად გარინდებული ჰაერი და ორი მახვილი ელვა-სიტყვით გაკვეთილი დუმილი:
-შევცდი… ბედნიერად…
ვაჟის გასვლა.
გაოცებული სახეები, აჩეჩებული მხრები, ბრაზგარეული მოხალისე ხასიათები. ინანას დაობლებული გული.
ათიოდე წამი…
მეტი გაოცება. ჯეირან-ქალას წამოდგომა და მისი სინაზე:
-არ დაიშალოთ… ყველანი მიყვარხართ…
გვერდში მჯდომი ძმისთვის თვალებში ჩახედვა და იგივეს გამრავლებული სიყვარულით უსიტყვოდ თქმა.
ქალაქი.
ქუჩა.
ვაჟის მახვილი სმენა, შეუჩერებელი სვლა და მაღალქუსლიანი ნაბიჯების აჩქარებული ხმა…

Read Full Post »


Read Full Post »


ვარდობისთვის 8, 2007
ფლორენცია, აიაია

მატარებელში ვზივარ.

ფლორენციისკენ მივდივარ.

არ მიძინია.

მონტევარკიში, რკინიგზის სადგურთან წარწერა: BUSH BLAIR BERLUSCA – Tribù di Belzebù.

ღმერთის ადამიანისადმი სიყვარული გასაოცარია.

დილა.

ავტობუსი მოიზლაზნებოდა ქალაქისკენ. მატარებლის ბაქანიდან გასვლამდე ათი წუთი მრჩებოდა ბილეთის საყიდლად. სადგურში კი მგზავრთა გრძელი რიგი იდგა. ბოლო წუთში ბილეთი ხელში ჩავიგდე და გავქანდი. დასაბეჭდ აპარატში გავატარე, მანქანამ ხმა გამოსცა, მივუსწარი მატარებელს, ავედი, დავხედე ბილეთს და ვხედავ, არაა დაქვითული. ჩამოსვლა უკვე გვიანია. მატარებელი დაიძრა. წინდაწინ არავინ იცის, მაგრამ იმედია, გამცილებელი ნორმალური შემხვდება, თორემ ჯარიმა არ ამცდება. თან დილაა. რაღა დილიდანვე გაბრაზებული იქნება?!

ავუხსნი, რა როგორც იყო. დასამალი არაფერია. ბილეთი ხელში მიჭირავს. არ მინდა, რამე უმართებულო ფიქრის საფუძველი მივცე, თორემ უკვე ეჩვევიან. ევროპაში ემიგრანტების რაოდენობა იზრდება. ძირითადად, მატერიალურად უარეს მდგომარეობაში მყოფების ხარჯზე და ამიტომ, არცთუ იშვიათად ათას ხრიკს მიმართავენ ფულის გდახდის თავიდან ასაცილებლად. ძლიერ მეძინება. საათის გზა მაქვს წინ და ცოტა მაინც მინდა თვალი წავატყუო, მაგრამ ბილეთი ხელში მაქვს მომზადებული. მოდის გამცილებელი. ახალგაზრდა ჭაბუკია. მოკლედ ვუხსნი. თვითონ აწერს ხელს ბილეთს, ქვითავს და მიბრუნებს. ალალი ღიმილით ვუხდი მადლობას. აგრძელებს თავის გზას.

ქართველი ბანალურ სიტუაციაშიც ქართველია.

საოცარია აპნის-ვარდობისთვის ტოსკანა: მწვანებრინჯაოთი დახუნძლული გორაკები და მათზე შეფენილი კოხტა ველები. ასე უფრო გესმის, თუ რატომაა იტალიური დიზაინი და მოდა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო. მთლიანობაში მამაკაცის იტალიურ სამოსს დღეს ბადალი არ მოეპოვება.

წერა ახლა მკვდრეთიდან აღდგომაა. არ ვიძინებ. დაბრუნებულზეც მოვასწრებ.

რდობისთვის 16. 2007 წელი
რონდინე აიაია

ცხოვრება მაინც ყოველთვის საინტერესო და მშვენიერია.

კარგად ვიწყებთ: ბიუროკრატიული საკითხები სასწავლებელში. ვაგვარებ და მოვდივარ ფლორენციისკენ. მაგისტრატურის გაგრძელებასთან დაკავშირებით ლექტორს უნდა შევხვდე. მატარებელში ათასი ფიქრი. ჩამოვდივარ, ავტობუსისთვის ბილეთი უნდა შევიძინო, გავხსენი ჩანთა-საფულე კი არსად ჩანს. დავიძიე ყველგან, მატარებელშიც-არსად არაფერი. საღამომდე ჩემებს უნდა დაველოდო, რომ უკანდაბრუნებულზე თან წამიყვანონ. ვრეკავ, ტელეფონები გამორთული აქვთ. ღმერთმა მშვიდობა ქნას და მოგვიანებით კიდევ ვცდი. მანამდე კი ირგვლივ ხალხი ირევა.

ახლაც ადამიანური ფიქრები მოძრაობენ თავში. თვითონ ადამიანის სილამაზე და მშვენიერება, ქალის ქალურობა; სადღაც აგვიანდება ახალგაზრდა წყვილს-მომწონს სირბილისას ქალის ლავიწების მოალერსე წყობილი დალალები…

…ბოროტება საზარელია, რადგანაც არ არსებობს. სიყვარული კი არსებობს და რადგანაც თვითონ ღმერთია სიყვარული, ამიტომ უნდა ვიყოთ კარგად, მზესავით; რადგანაც გვყავს კეთილისმსურველები, რადგანაც გვიყვარს-ჩვენი კარგად ყოფნა მოყვასის ბედნიერებას გაზრდის, ხოლო მტერს უფრო აქცევს მოყვარედ.

ადამიანი ადამიანებს შორის იზრდება, ან ნადგურდება; ხარობს, ან იხრწნება; მდიდრდება, ან იცლება. საზოგადოება ისეთივე ბრძმედია ადამიანის ხასიათის გამოსაჭედად, როგორც საკუთარი შინაგანი სამყაროს წინაშე პირისპირ დარჩენა..

…მატარებელი ჩამოდგა. ბაქანი ხალხით გაივსო. ბავშვივით ჩაცმული ახალგაზრდა მამაკაცი თავის გოგონას ელოდება. ჩამოდის ასევე პატარა გოგონასავით ჩაცმული ქალი. გაბრაზებულია. ვიღაცას გაურკვევლად გასცქერის და მზერით ემუქრება. ტიპიური იტალიური ცხელი ხასიათი. ტოსკანელები ფიცხებიც არიან.

ცოტა ხანში კი ასაკში შესული წყვილი გადის. ისინიც 14 წლის ყმაწვილებივით ჩაცმულები. მათ ჰაბიტუსში ასაკი არეულია, პიროვნება დროშია დაშლილი, სუსტია. ქრება ერთ ძლიერ მონოლითად შეკრული ინდივიდუალურობა და მის ადგილს მონოტონური, უსახური მასა იკავებს. არადა, ჯანსაღი საზოგადოება თავის-უფალი ადამიანებისაგან შემდგარი ერთობაა.

…ხნიერ წყვილში მამაკაცი მეუღლეზე გაცილებით მაღალია. ზურგჩანთაში იქექება. იპოვა, რაც უნდოდა, მოწესრიგდა სვლის რიტმშიც. იგრძნეს ერთმანეთი, ხელები ხელებს შეხვდნენ, მოძრაობაშიც შეეხამნენ.

ბაქანის თავში კაცი მტრედებს აპურებს. უბრალოდ, სუფთად, კოხტად აცვია. ირგვლივ ღუღუნი შემოსჯარვია.

კომპოზიცია: მარჯვენა თვალის მარჯვენა კიდეში ჩემს გრძელ სკამზე ჩამომსხდარი სამი გოგონა. საუბარი ყოფით ბანალობებზე; მარცხენა თვალის ზედა კიდეში კი მტრედების დაპურება და კეთილი გული.

Read Full Post »


Life is over, when I’m dead,
But love goes on after me,
Now I know about myself,
That I’m child of destiny.

Many times I heard the sound
Of the dreamful melody,
Every time I looked around
And saw none but tragedy.

After that I thirsted you,
Like the monk wishes distant sky,
Just look rainbows in your dews-
In the emeralds of eye.

Like the Sun you blessed me, love,
But you’re far from me again…
People always see sage’s laugh,
When there is unspeakable pain.

You’re my pain, eternal life
And the wish, which never die.

15th February, 2000

Tbilisi, Georgia

Read Full Post »

Who I Am


I’m the nice song you sing,
I’m the living word you read,
I’m the air, you breathe
And soul, which gives you live.
1999

Tbilisi, Georgia

Read Full Post »


I always tried to find myself,
Because I knew, I’d find you than,
I knew, it would be difficult
To walk the way, immortals chose..
Life is hard, it’s game of dark,
True’s my sword, I have to fight!…
I don’t afraid, when I feel you,
That time my wounds are quite cured.
You look as shine as laughing star…
I can’t rich you, you are so far…
This makes me sad, this makes me cry,
Oh, please, take me to your side-
There I could make the masterpiece,
Which would warm all with love and peace…
You look as shine as laughing star,
I can’t reach you, you are so far.

Hear my prayer, golden sun,
Hear my prayer, golden sun.

1998

Tbilisi, Georgia

Read Full Post »

Older Posts »